ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა კუნძულის ერთ-ერთი კურორტიდან 400-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ.
ამასთან, სამაშველო ვერტმფრენმა 6 მაღაროელი გადაარჩინა, რომლებიც კლდეების ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებში მოყვნენ.
ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია, სხვადასხვა დაზიანება კი 1 100-მდე ადამიანმა მიიღო. ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.
