ძლიერი თოვის გამო, ფოთში, დღეს და ხვალ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა, ასევე, ერთი დღით სასწავლო პროცესი შეჩერებულია საჯარო სკოლებში

ძლიერი თოვის გამო, დღეს და ხვალ ს საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, ასევე, დღეს შეჩერებულია სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც.
ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაადგილება უჭირს ავტომანქანებს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდებოდა ქალაქის ქუჩები. ხიდებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – კოალიციის სამი ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მხნედ ვართ – მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული