ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – 28 დეკემბერს ამინდი კვლავ მკვეთრად უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ამინდი კვლავ მკვეთრად უარესდება.
“28 დეკემბერს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი