ძიუდოს ფედერაციის პროექტის ძიუდო & განათლება” ფარგლებში, ლევან გიგინეიშვილი ძიუდოისტებს პლატონსა და არისტოტელეზე ლექციებს უკითხავს

ძიუდოს ფედერაციის პროექტის ძიუდო & განათლება” ფარგლებში, ლევან გიგინეიშვილი ძიუდოისტებს პლატონსა და არისტოტელეზე ლექციებს უკითხავს – ფედერაციის ცნობით, როგორც ეროვნული, ისე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებისთვის, ამ ეტაპამდე ოთხი საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა
📚ამიერიდან კი ლექციები პერმანენტულად გაიმართება. ძიუდოს ფედერაციისა და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე U21 ნაკრებისთვის გაიმართება ლექციათა ციკლი სახელწოდებით:
🇪🇺🇬🇪რა არის ევროპა?
🥋ლექციათა ციკლი მოიცავს რვა შეხვედრას
U21 ნაკრებთან შემდეგ თემებზე:
➡️ბერძნული მითოლოგია: რა როლი ჰქონდა მითოლოგიას სამყაროს აღქმაში, სამყაროს მოვლენების ორგანიზაციაში და მოწესრიგებაში.
➡️ჰომეროსის პოემები „ილიადა“ და „ოდისეა“ (ორი საუბარი)
➡️ფილოსოფიის წარმოშობა და მისი განსხვავება მითოლოგიისგან
➡️დემოკრატიის წარმოშობა, რა არის დემოკრატიული ქალაქი
➡️პლატონი და არისტოტელე – სამყარო და იდეალური ქალაქი, პოლიტიკა.
➡️ბიბლიური კულტურა, ქრისტიანობა, საქართველოს გაქრისტიანება
➡️რენესანსი – ქართული (პეტრიწი, რუსთაველი) და ევროპული
➡️ევროპული განმანათლებლობა და ქართული განმანათლებლობა (ილია, თერგდალეულები)
📚🥋პროექტის შემდეგ ეტაპზე ლექციათა ციკლი დიაგეგმება სხვა ასაკობრივ ნაკრებებთანაც” – წერს ფედერაცია.