ძვირფასო ჟურნალისტებო, დამოუკიდებელი არხების, ბევრ თქვენთაგანს ბევრი წელია პატივს ვცემ პირადად და პატივს ვცემ თქვენს მუშაობას და საქმეს. მესმის ხელფასის და შემოსავლის ამბავი და იმის, რომ ყველა ტელევიზიას ჰყავს დამფინანსებელი, რომელსაც შეიძლება აქვს პარტიული ინტერესი.
თუმცა, ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს იქნება გადარჩენის და არგადარჩენის არჩევნები. ამ დროს თუ ყველა ფასად ეცდებით რომ გაატაროთ დამფინანსებლის ინტერესი, შეიძლება დაზიანდეს ძალიან დიდი რამ, საქართველოს მომავალი და ამაზე ამჯერად თქვენც იქნებით პასუხისმგებელი. დამფინანსებლის ინტერესი, უიმედო პარტიის გადარჩენის, ეგოსი ან ფულის, დიდი საქმისთვის იქნება ფატალური. მეტიც, ამ სფეროში, ფულით მართვაში, ვერ მოუგებთ ვერც თქვენ და ვერც თქვენი პატრონები ყველაზე ფულიან ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და დარჩებით დღევანდელობის ამარა. მეტიც, ყველაფერ ყალბს გაუვა ყავლი და ეგ პარტიებიც დარჩება ისტორიას, როგორც “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ან რამე ეგეთი. ამ სინამდვილეში თქვენი სამწუხარო წვლილიც იქნება. პირიქით, როდესაც კონკრეტული პარტიის ინტერესის გატარებას გთხოვენ თქვენ გაქვთ ძალა და ავტორიტეტი რომ სწორედ ეს აუხსნათ მფლობელს. მიუთითეთ ბოლო 3 წლის კვლევებზე, არჩევნების შედეგებზე, დაფინანსების სხვაობაზე და ამით დაიცავით საქართველოს მომავლის იმედი.
თქვენი მონა-მორჩილი, ანა დოლიძე.