ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება – პრემიერი

ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი თაობა მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე.
ახალი თაობა, უპირველესად, მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის. მჯერა, თქვენი ძალა – მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტ წინსვლასა და განვითარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ – თავდაცვის სამინისტრო