ძებნილმა კეზერაშვილმა ურეიტინგო „ფორმულა” დატოვა და წილი უნიათო მენეჯერს, მიშა მშვილდაძეს გადაუფორმა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფორმულას“ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც დავით კეზერაშვილმა „ფორმულას” წილი თანადამფუძნებლებს გადასცა. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ყველაფერი „უბადრუკობა ანდა „ნაცური” აფერაა“.
მისივე თქმით, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ რევანშისტი მძარცველი კეზერაშვილი დაოკდება სანამ ციხის მიღმაა.
„ძებნილმა კრიმინალმა დავით კეზერაშვილმა ურეიტინგო „ფორმულა” დატოვა და წილი 1 ლარად უნიათო მენეჯერს, მიშა მშვილდაძეს გადაუფორმა, ესეც ე.წ. კრიტიკულ მედიაზე სახელისუფლებო ე.წ. რეპრესიაა? ცხადია არა, უბადრუკობა ანდა “ნაცური” აფერაა. ან ავაზაკ კეზერაშვილს სურს სხვა გზით აფინანსოს მავნებლური და უშედეგო ტელეპროპაგანდა ან საერთოდ გავიდა ამ მორიგი ჩავარდნილი პროექტიდან. თუმცა, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ რევანშისტი მძარცველი კეზერაშვილი დაოკდება სანამ ციხის მიღმაა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა კი ისაა, რომ რეალურად კრიტიკული მედია გვყავდეს რეალური პრობლემების გამოვლენაზე ორიენტირებული და არა უსამშობლო მილიონერი ნაცგარეწრების ტელერუპორები.
„ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი „თავისუფლების ფორმულა”. 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება,” – ნათქვამია „ფორმულას” არადამაჯერებელ განცხადებაში.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა