ძარცვიდან სამი დღის შემდეგ, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

ძარცვიდან სამი დღის შემდეგ, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
პარიზის ლუვრის მუზეუმში ძარცვა 19 ოქტომბერს მოხდა, რამდენიმე ნიღბიანი პირი მუზეუმში ამწის მეშვეობით ფანჯრიდან შეიჭრა.
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ძარცვას ექვსიდან შვიდ წუთამდე დასჭირდა და მასში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც უიარაღო იყვნენ.
დამნაშავეებმა საფრანგეთის სამეფო გვირგვინის კოლექციიდან ცხრა ნივთი წაიღეს, საიდანაც ერთ-ერთი – ნაპოლეონ მესამის მეუღლის გვირგვინი, გაქცევის დროს დაკარგეს.
ლუვრის მუზეუმიდან ექსპონატების მოპარვის შედეგად მიყენებული ზარალი 88 მილიონ ევროდ შეფასდა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა