ძალოვანი სტრუქტურებისთვის 3 მილიონის ღირებულების შოკოლადის და კარამელის კანფეტის ყიდვა იგეგმება

ძალოვანი სტრუქტურებისთვის 3 მილიონის ღირებულების შოკოლადის და კარამელის კანფეტის ყიდვა იგეგმება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წინადადებების მიღება 15 იანვარს დაიწყება და 16 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 399 226 ლარია.
ტექნიკურ დეტალებში აღნიშნულია, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შოკოლადი უნდა იყოს ორი ტიპის შოკოლადი გულსართით – ბატონის ტიპის და შოკოლადი გულსართით (სამარხვო/არასამარხვო). მთლიანობაში 165.5 ტონა (1 კგ 17-22 ლარის ფარგლებში). შოკოლადის შემსყიდველ ორგანიზაციებს შორისაა – 70 ტონა, შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 6.6 ტონა, სასაზღვრო პოლიცია 26 ტონა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2.2 ტონა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 700 კგ, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა 60 ტონა.
რაც შეეხება კარამელის კანფეტს, ის უნდა იყოს სხვადასხვა სახის მთლიანობაში 5.1 ტონა (1 კგ 7 ლარის ფარგლებში).
შსს – 150 კგ, მილსადენების დაცვის დეპარტამენტი 18 კგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 20 კგ, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა 5 ტონა.
წყარო: მთავარი არხი