,, ძალიან ხილული იყო მისი პანიკა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
,,გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?
აუცილებლად პროტესტი.
ტყუილია რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ.
ვინც ისვენებს არ გამოჰყავთ, არ სჭირდებათ, მით უფრო ახლა, ყველა პოლიციაში შეყარეს.
თუ გამოიყვანენ იმხელა პრემიას მისცემენ, დამიჯერეთ ბედნიერია.
გრძელვადიანი თამაში ბიძინასია. ეგ იცის და ეგაა მისი ძლიერი მხარე.
იქ სადაც სპონტანურობა იყო შეხედეთ რამდენი შეცდომა დაუშვა. ძალაუფლებასაც გადაამეტა, ჭავლსაც და ხარებასაც.
ძალიან ხილული იყო მისი პანიკა.
ადამიანს, რომელსაც ორი კრედიტი ჯარიმის გადასახდელად უკვე აღებული აქვს, ფონდები დაუხურა, მესამე კრედიტს ფიზიკურად ვერ აიღებს.
თუ მოუნდება (ადმინისტრაციული 60 დღე გახადა) ნებისმიერ აქტივისტს რომელიც ხმაურობს, ეტყვის რომ თავზე ქუდი არ ახურია და გაარიდებს. გაიხსენეთ, აღდგომას ხალხი ბარდიულზე დგომისთვია დააკავეს.
ანუ, გრძელვადიანში რომ მოიგოს კანონებიც მოირგო.
ზოგადად შეხედეთ სურათს, მათ და ჩვენ და ხილულია ვინ დაიღალა.
იქეთაა ყველაფერი, ფული, ძალაუფლება, უმორალობა,
აქეთაა პატრიორიზმი და სოლიდარობა. აი, ამ უკანასკნელს ჯერ ვერაფერი მოუხერხა.
ერთადერთი რაც ამათ ღლით, სანქციებია.
თუ გულს მოგვფხანს დავწერ რომ გამოვფიტეთ:)) მაგრამ მე გამოფიტულს სხვა ადგილებს ვხედავ. ეს რეალობა უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ.
ახლა სადღეგრძელოების დრო არაა, მოქმედების დროა და ამიტომ ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს და რა შეგვიძლია .“

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ