ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ – ასეთი რამე ზღვარგადასული უზნეობაა

ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ,- ასე ეხმიანება “ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ პოლიტიკურ სპეკულაციებს.
მისი თქმით, მსგავსი ქმედება ოპოზიციის მხრიდან წარმოადგენს ზღვარგადასულ ქმედებას. “ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ.
ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, პირველ რიგში ოჯახის ტრაგედია, ამ დროს ხშირად მოსისხლე მტრებიც კი თანაგრძნობას გამოხატავენ, ეს პოლიტიკურად ჭკუაშეშლილები კი ხელებს იფშვნეტენ იქნებ რამეში გამოიყენონ, ასეთი რამე კი ზღვარგადასული უზნეობის გამოვლინებაა”,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო