ძალიან მძიმე განცხადება იყო, მაგრამ ამას აღსარებას ვერ დავარქმევ, რადგან არ ახლავს სინანული – მიხეილ სარჯველაძე გრიგორიადისზე

ძალიან მძიმე განცხადება იყო, მაგრამ ამას ვერ დავარქმევ აღსარებას, რადგან არ ახლავს სინანული, – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ს განცხადება “მოლოტოვის კოქტეილის” სროლასთან დაკავშირებით.
სარჯველაძის განცხადებით, თუ დანაშაულის ჩამდენთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, გრიგორიადისის განცხადების შემდეგ, ეს კითხვის ნიშნები გაქრა და ახლა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა იმ პირის მხარეს დადგომა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
“ძალიან მძიმე განცხადება იყო, მაგრამ ამას ვერ დავარქმევ აღსარებას, რადგან არ ახლავს ამას სინანული. პირდაპირ თქვა თვითონ, რომ ის არ აღიარებს. თუმცა, ყველაფერი გაამარტივა იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი ამ დრომდე, ვინმე ხელზე იხვევდა იმ თემას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, რამდენად იყო ეს პიროვნება ის ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და კითხვის ნიშნებს ბადებდა, ახლა ნიშანი აღარ დარჩა. მომეჩვენა, რომ ცოტა ცინიკურადაც გამოიყურებოდა ეს განცხადება. არ შეიძლება ვინმე ამართლებდეს საქართველოში ბარბაროსობასა და ვანდალიზმს. თვითონ აღიარებს ამ დანაშაულს, ახლა არჩევანი გასაკეთებელი, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. უღირს კი იმ არჩევანის მხარეს დადგომა პრეზიდენტს, რომელიც გულისხმობს ადამიანებისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნას, “მოლოტოვის კოქტეილის” ადამიანებისთვის სროლით”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე

როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა

4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი

რწმენაში სიძლიერე მთავარი საწინდარია, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლის დამსახურებაა, რომ ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას