,, ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში… უკაცრავად, მაგრამ “საწყალი” არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში” – დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გუდაურის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება:
,,ვიცი ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა.
ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში.
ევროპის ბევრ ქვეყანაში პიცა 18-20 ევრო ღირს. 45 ლარი კი 15 ევროს ნიშნავს. ასე რომ რას იტყვიან უცხოელები, მოგვეჭრა თავი, ეს ასე არ არის. რაც შეეხება საწყალ ქართველებს, უკაცრავად, მაგრამ “საწყალი” არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში.
დიახ 45 ლარი უნდა ღირდეს და გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც უხცოელების ხარჯზე.
და ვინც მაინც ღელავთ ასე ძვირ ხაჭაპურზე, თქვენ აიტანეთ ყველი ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, მინუს 10 ყინვაში და დაუგდეთ ფასები.”

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს