ძალიან დიდ და ღრმა ფესვებს შეეხეთ ბატონებო – მერაბ ადეიშვილი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე

“ამას შეცდომა და მითუმეტეს რეფორმა არ ჰქვია, ამას ჰქვია ,ღირსებისა და პატივის შელახვა მთელი საინჟინრო და ტექნიკური ინტელიგენციის მიმართ”, – ასე ეხმაურება სოც ქსელში თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, ინჟინერი მერაბ ადეიშვილი.
“აღარ ვეკარები ფბ-ს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის… გაჩუმება ჩემთვის წარმოუდგენელია…უცხოეთში ვარ და როდესაც პირველად მითხრეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აუქმებენო იქვე ვთქვი, რომ არ იქნება მართალი მეთქი,იმდენად დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი…
ვის შეიძლება რომ ასეთი აბსურდი თავში მოსვლოდა მეთქი, ვთქვი და ვაი საოცრებავ, თურმე ესეც შესაძლებელი ყოფილა…მეტი რა უნდა დავარქვა იმას რაც უნდათ რომ ჩაიდინონ… ჩაიდინონ,დიახ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერისა და ქვეყნის წინაშე… დიახ ბატონებო ამას შეცდომა და მითუმეტეს რეფორმა არ ჰქვია ამას ჰქვია ,ღირსებისა და პატივის შელახვა მთელი საინჟინრო და ტექნიკური ინტელიგენციის მიმართ… მეტი შეურაცხყოფა წარმოუდგენელია,ორი ღამეა უბრალოდ არ მძინავს და დარწმუნებული ვარ არც იმ ასიათასობით ადამიანს ვინც ეს ინსტიტუტი დაამთავრა და და ვინც დღეს ეს ინსტიტუტი აირჩია… ვინც ამ ქვეყანას აშენებდა და აშენებს, ჩვენს საამაყო-მშენებლებს, ენერგეტიკებს, სამთოელებს, გეოლოგებს, მეტალურგებს, ქიმიკოსებს, მანქანათმშენებლებს, რკინიგზელებს, მეგზევეებს, ავტოტრანსპორტელებს… ავტომატიკისა გამოთვლითი ტექნიკის, კავშირგაბმულობის, ელექტრონიკის და სხვა სპეციალობების კურსდამთავრებულებს…მათთვის ეს ტაძარი,ხომ არა მხოლოდ სპეციალობის,არამედ ქვეყნის სიყვარულის,ერთგულების და ღირსების ინსტიტუტი იყო და არის…
სხვათა შორის ზოგიერთებს, ვინც ისტორიას და ტრადიციებს აშკარაა, რომ ფორმალურად სცემს პატივს,ხაზგასმით შევახსენებ,რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებამდე საქართველოში არსებობდა ტფილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი,სადაც ლექციებს ანდრია რაზმაძე,ნიკო მუსხელიშვილი,ალექსანდრე დიდებულიძე,პეტრე მელიქიშვილი,შალვა ნუცუბიძე,გიორგი გედევანიშვილი და სხვა ჩვენი დიდი მამულიშვილები კითხულობდნენ…
იმასაც შევახსენებ, რომ დიდი ნიკო ნიკოლაძე,როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნაზე მიდიოდა მსჯელობა, ქვეყნის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე,ჯერ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შექმნის იდეას აყენებდა…მოგვიანებით კიდევ ბევრ რამეს შეგახსენებთ… ასე,რომ ძალიან დიდ და ღრმა ფესვებს შეეხეთ ბატონებო……არც იმ ადამიანების შესახებ ვიტყვი არაფერს,ვისაც,ასე ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ დაანგრიონ ასწლოვანი ტრადიცია…დარწმუნებული ვარ ამ უპასუხისმგებლობას სათანადო პასუხი გაეცემა….
აქ კი მინდა მივმართო ჩემს ასობით“ გეპეელ” მეგობარს,ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებს, მაკვირვებს ზოგიერთი თქვენთაგანის დუმილი…ახლა დუმილი ნამდვილად დანაშაულია!!!!
დავიცვათ ჩვენი უსაყვარლესი და უდიდესი ტაძარი -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ასე რუდუნებით საუკუნის განმავლობაში აშენა მთელმა თაობებმა…ტაძარი,რომელიც ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის და იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია! დღეს ეს ჩვენი ვალიც და ვალდებულებაცაა!!!!!”, – წერს მერაბ ადეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ