„ძალიან დიდი შეცდომა იყო კასრების კადრების განადგურება, ყველას უნდა ენახა“ – რას პასუხობს ნინო ნადირაძეს იუნა შაფათავა

„ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან დიდი შეცდომა იყო კასრების კადრების განადგურება, ყველას უნდა ენახა“
მას -ში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა ასე პასუხობს:
„კასრები კი არა, ნინო, როგორც ცივილურ ქვეყანაშია-
ბრალდებები ფაქტებზე ყველასთვის უნდა წარედგინათ, საჯარო პროცესი ჩატარებულიყო:
წაგებულ ომზე;
გაყიდულ მიწებზე;
დაღუპულ ჯარისკაცებზე;
გაფლანგულ ბიუჯეტზე;
დახვრეტილ ხალხზე;
საჯარო და მიჩქმალულ მკვლელობებზე;
ელიტარულ კორუფციაზე;
ოფიციალური საყვარლების თაბამდებობებზე დანიშვნებზე;
გამოძალვაზე;
მოქალაქეების ქონების მითვისებაზე;
ისტორიული ძეგლების დაზიანება-განადგურებაზე;
ადამიანების სამსახურიდან უკანონო გაშვებაზე;
ძალაუფლების გადამეტებაზე- ყველა რგოლში
და მრავალი სხვა..
საერთოდ, ენმ-ის, უკანონოდ გამოცხადებაზე.
რა უნდოდა ამდენი დანაშაულის ჩამდენ ‘პარტიას' პარლამენტში?
ახლა, როცა გადაიხლართნენ ჭუჭყში, უკვე გვიანია.“

ასევე დაგაინტერესებთ