“ძალიან დიდი ტყუილია, რომ მერიაში სუსი და ფინანსური პოლიცია იყო მოსული” – წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხით საგამოძიებო უწყებების შესაძლო დაინტერესებაზე

დედაქალაქის მერი, აცხადებს, რომ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. თბილისის მერმა დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შესულა.
თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
“ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუსი და ფინანსური პოლიცია. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია.
წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, დღისა და ღამის განმავლობაში. ქვედა ფენებში ასფალტი უკვე დაგებულია, არის ტროტუარების მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თაღების წამოწევა და ნიშნულზე მოყვანა. ამის შემდეგ მოხდება ასფალტის დაგება. როგორც მოსახლეობას დავპირდით, იანვრის ბოლოს, მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი.
თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია. ყველაფერი საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს. პრობლემები და დასამალი არაფერია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა