ძალიან დიდი სტიმულია ასეთი წახალისება ფეხბურთელებისთვის და, რაც მთავარია, მაგალითია თითოეული ადამიანისთვის, ბიზნესმენისთვის, მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში

ძალიან დიდი სტიმულია ასეთი წახალისება ფეხბურთელებისთვის და, რაც მთავარია, მაგალითია თითოეული ადამიანისთვის, ბიზნესმენისთვის, მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ს ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოებას გულისხმობს. მან აღნიშნა, რომ ასეთ მხარდაჭერას დიდი გავლენა ექნება მომავალ თაობებზე.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახლაც დგას საქართველოს მხარეს, დგას ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისა და წარმატების მხარეს. ძალიან დიდი სტიმულია ასეთი წახალისება ფეხბურთელებისთვის და, რაც მთავარია, მაგალითია თითოეული ადამიანისთვის, ბიზნესმენისთვის, მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში, რომ ასეთი თანადგომა და დაფასება არის საჭირო. რასაკვირველია, ეს დიდი გავლენას ახდენს ახალ თაობაზე, რომელიც ხედავს, რომ ფეხბურთელების წარმატებას, ამ გამარჯვებას აქვს ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია“, – მიიჩნევს თალაკვაძე.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა