“ძალიან ბევრს ვთამაშობთ, საფრთხეში ვართ” – კუნდემ მატჩების რაოდენობა გააპროტესტა

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟულეს კუნდემ CliqueTV-სთან ინტერვიუში ფეხბურთელების გადატვირთული გრაფიკის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მოთამაშეები საფრთხეში არიან, რადგან სეზონის განმავლობაში უამრავი მატჩის ჩატარება უწევთ.
“უამრავი მატჩია, ტემპი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შედეგიც სახეზეა, წელს უამრავი ფეხბურთელია ტრავმირებული.
ეს ყველაფერი ძალიან საშიში ხდება და არავინ გვიცავს.
როდესაც ამ პრობლემას ვაპროტესტებთ, ზოგიერთი ადამიანი იძახის, რომ მატჩების რაოდენობა ადრეც ძალიან ბევრი იყო, თუ ეს სიმართლეა, სულაც არ ნიშნავს რომ კარგია.
ამ საკითხზე მსჯელობა უნდა შედგეს და ჩვენი უფლებები დაიცვან”, – განაცხადა კუნდემ.