“ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს“ – ომბუდსმენი

“ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს“ – ომბუდსმენი
სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს, ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ, სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა გაატაროს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით.

ლევან იოსელიანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ზომები გატარდეს, რომელიც განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს:

“საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მაისის თვეში, საქართველოში ოთხი ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ.

საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად გმობს ძალადობას. , გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა და ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა. ყოველი ინციდენტი მკაფიო შეხსენებაა იმ ყოვლისმომცველი გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.

იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით.”

ასევე დაგაინტერესებთ