“ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას აბუ დაბის სკანდალთან და პირადად მასთან კავშირი არ აქვს:
,,ძალადობა მიუღებელია კატეგორიულად. თუ ჩემზე აქვს ვინმეს ეჭვი, მე არ მჩვევია ასე. როცა დააშავა, არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, მითუმეტეს, იქ, კამერების წინ, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა, არ მომრიდებია, სადაც ოჯახსი შეურაცხყოფაა და ახლობლების, პასუხი გავცე და მომავალშიც ასე ვიზამ. ხოლო მაგის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა ეს ინიციატივები და შესაბამისად, მე გაგებით მოვეკიდე. მგონია, რომ არცერთმა ახალგაზრდამ არ უნდა გამოაყენებინოს თავი ამ სექტას, ამ უსამშობლოებს და ამით დამთავრდა ჩვენი თემა. ასე რომ, მცდელობა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ კიდევ ამაზე ქულები დაიწერონ, საცოდავები არიან. თუ რამე არის ეჭვი, აგერ არის, არ გაუჭირდება ჩივილი პოლიციაში და შესაბამისად, თუ დამიბარებენ, იგივე ჩვენებას მივცემ როგორც აბუ დაბიში მივეცით ჩვენება გამოძიება როცა მიმდინარეობდა. ზოგადად, გამოირჩევა ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით. შეიძლება მეზობელიც იყოს, შეიძლება მისი ყოფილი მეგობარი იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა კამერით რომ დარბის, იმანაც შეიძლება… არ ვიცი ნიღბით იყო თუ უნიღბოდ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ”
