“ძალადობას ქართველი არასდროს მოიწონებს, ასე იქცევა რუსული რეჟიმი” – ბაია პატარაიას განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბქია პატარაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, ეწინაანღმდეგება რუსულ კანონს და ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია დაეხმარება ყველას. ვისზეც გუშინ მთავრობას იძალადა ან ვინც აქციის შედეგად დაზარალდა.

“ადამიანზე მიპარვით, ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს – ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას, წინა კვირებში გამართულ აქციებსა თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეების გამოვლენას” – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა