ცხოვრების ხარისხის რეიტინგში საქართველო 54-ე ადგილზეა

ცხოვრების ხარისხის რეიტინგში საქართველო 54-ე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას worlddata ავრცელებს.
კვლევაში ჩართული იყო 135 ქვეყანა და მოიცავდა ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, სამართლებრივი სისტემა და სამოქალაქო უფლებები, ჯანდაცვის სერვისები, უსაფრთხოება, ხარჯები და შემოსავალი.
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, პირველ ათეულს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:
სან-მარინო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, სინგაპური, , ავსტრია.
რაც შეეხება რეგიონს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველო- 54-ე ადგილი
სომხეთი- 64-ე ადგილი
აზერბაიჯანი- 84-ე ადგილი
- 88-ე ადგილი
თურქეთი- 85-ე ადგილი