ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, გორში 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, გორში 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს. მისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ.
ადვოკატ თამარ თედიაშვილის განცხადებით, თავის დაცვის ქვეშ მყოფი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და ჰყვება, რომ მას ცხოველისთვის დამიზნებით არ უსვრია და მხოლოდ შეშინება უნდოდა. მისი აზრით, ცხოველი ანასხლეტმა ტყვიამ დაჭრა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 3 დღის წინ, გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. ძაღლი ცოცხალია. მას გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრის არეში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია