ცხინვალის ცნობით, “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი”.ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური (КГБ) ავრცელებს.გამოცემა რეს-ის ცნობით, 2 აპრილს დაკავებული მოქალაქე ხაშურის მკვიდრი, 43 წლის ზურაბ გაჩეჩილაძეა.“გამოძიების მონაცემებით, გაჩეჩილაძემ მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთ–საქართველოს საზღვარი ზნაურის რაიონში. ოთხშაბათს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის 14-ე მუხლის შესაბამისად, გაჩეჩილაძე გამოაძევეს რესპუბლიკიდან. რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ყველა შესაძლო შეღწევის მიმართულება კონტროლდება და სასაზღვრო ძალების ზემოქმედების სფეროშია“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.



