ცხინვალი მოუწოდებს თბილისს, მოიშოროს “ილუზიები”

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადება სა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც გაკეთებულა. აშკარაა, რომ ისინი ჩვენთვის აქტუალური არ არის. ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობა“, მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ფასი. ჩვენ მოგიწოდებთ, მოიშოროთ ილუზიები და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები, რომლებიც გაჩნდა რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, – განუცხადა ჯიოევმა ს სახელმწიფო სააგენტო “ტასს”.
ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დასამტკიცებლადაა გაგზავნილი პარლამენტში, მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კურსის გაგრძელებას.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ პარტიის მთავარი მიზნები დაასახელა. მათ შორის – „საქართველოს ფიზიკური და სულიერი გაერთიანება“, „საქართველო აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად“.
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ “გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა; დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია.”

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს