“ცხედრებზე დარბოდნენ” – სპეცრაზმი თეთრ სედანს ეძებს – რუსული მედია

“თავდამსხმელები ცხედრებზე დარბოდნენ” – მოსკოვში, შემთხვევის მომსწრეები ყვებიან, რომ საკონცერტო დარბაზში კამუფლაჟიანი ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ამ წუთებში Crocus City Hall-იდან ცხედრები გამოჰყავთ. ბოლო ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სამი ნიღბიანი ადამიანის შეჭრას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ირკვევა, რომ “კროკუსის საკონცერტო დარბაზში” დღევანდელ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. დარბაზში სულ 6 200 ადგილია.
არსებული ცნობებით, დარბაზის შესასვლელში მეტალოდეტექტორები არ მუშაობდა, დაცვას კი არც სტუმრების ჩანთები შეუმოწმებია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავეები მიიმალნენ.
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაულის ადგილთან ერთი ადამიანი დააკავეს. უცნობია, აქვს თუ არა კავშირი მას თავდასხმასთან.
რუსული მედიის, Baza-ს მიხედვით, სამართალდამცავები თეთრ სედანს ეძებენ, რომელშიც შესაძლოა დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე შეიარაღებული პირი იმყოფებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ