ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუმცა, სახელმწიფო მათი გეგმების განხორციელებას არ დაუშვებს.
„ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის. ისინი არა მარტო ოცნებობენ, არამედ კონკრეტულად რაღაც მზაკვრულ გეგმებს თხზავენ კიდეც. ერთი არის, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები და მეორეა, რომ სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს, რათა მათ ეს მზაკვრული გეგმები ოდნავ მაინც განახორციელონ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა

შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და თითოეული მინისტრი დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე

ეროვნული მნიშვნელობის თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააყენა, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში შევიტანეთ საკითხები