„ცუდი ამბავი რეჟიმის მსახურებისთვის“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„ცუდი ამბავი რეჟიმის მსახურებისთვის: რეჟიმი მალე ვეღარ შეგინახავთ. ბიუჯეტის ფული ფიზიკურად აღარ იქნება, რომ თქვენ იპარაზიტოთ. ბიზნესებს რაც აქამდე უათ ქოცების წყალობით უკან მიატანინებენ, იმიტომ რომ რეჟიმს შენახვა დაჭირდება. შემოსავალი ფიზიკურად არ იქნება არსაიდან. ჩრდილოეთ–სამხრეთის ღერძზე აგებული გეგმები და ფინანსური სქემებიც ჩაეფუშა რეჟიმს ირანში მიმდინარე პროცესების გამო. ისეთი სისწრაფით მიფრინავს რეჟიმი რუსული ტრაექტორიით, რომ მალე საქართველოც ისეთივე სანქციების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც და ბელორუსი. მოგჭამათ ჭირი წამოჭიმულმა კორპუსებმა და სასტუმროებმა. ჩალის ფასი ექნება მალე ყველაფერს. საკუთარი კეთილდღეობის გარდა რომ არაფერი გაინტერესებთ და ქონში ტივტივებთ, სანამ აქ ტოტალიტარიზმი ყალიბდება, აი ის ხალხი იგრძნობთ სულ მალე კეთილების ჟრიალს. აბა დანარჩენებს დასაკარგი ისედაც დაკარგული გვაქვს უკვე დიდი ხანია.“

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა