“ცუდია, რომ თეთრკანიანი ფეხბურთელები ჩუმად არიან” – ლილიან ტურამმა რასიზმზე ისაუბრა

ლეგენდარულმა მცველმა ლილიან ტურამმა, ფეხბურთში არსებული რასიზმის პრობლემების შესახებ ისაუბრა.
ტურამის თქმით, როდესაც ფერადკანიანი მოთამაშე რასიზმის შესახებ იწყებს საუბარს, თეთრკანიანი ფეხბურთელები ჩუმად არიან.
“რასიზმის შემდეგ, ფერადკანიან ფეხბურთელს მოედნიდან გასვლა სურს, მაგრამ თეთრკანიანი თანაგუნდელები მას ამშვიდებენ და სთხოვენ, რომ ასე არ მოიქცეს. და შემდეგ იცით, რა ხდება? მსაჯი ფერადკანიან ფეხბურთელს ყვითელ ბარათს აძლევს, რადგან დაწყნარდეს.
სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს. ამაზე კი თეთრკანიანი ფეხბურთელების დუმილი ძალიან ცუდი ფაქტია”, – განაცხადა ლილიან ტურამმა.
შეგახსენებთ, ტურამი სხვადასხვა დროს “მონაკოს”, “პარმას”, “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ღირსებას
იცავდა. საფრანგეთის ნაკრებში კი ჯამში 142 მატჩი აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში