“ცუდად რომ ვიყავი, ვყვიროდი, წმინდა მატრონა, დამეხმარე – მეთქი“ – ზალიკო ბერგერი ავადმყოფობის შესახებ

ერთი კვი­რის წინ, მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ზა­ლი­კო ბერ­გერ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავი ცუ­დად იგ­რძნო. თა­ვი­დან დი­ზა­ი­ნერ­მა უე­ცა­რი ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში სი­ცი­ვეს და­აბ­რა­ლა, თუმ­ცა გა­მა­ყუ­ჩებ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გახ­და გა­და­საყ­ვა­ნი.

დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ჟა­მა­დაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა, მას კუ­ჭის გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ახლა უკეთ არის, მაგ­რამ წინ დი­ე­ტის დიდი ციკ­ლი ელო­დე­ბა. ამ­ბობს, რომ უფალ­მა, კარ­გმა ექი­მებ­მა, მე­გობ­რებ­მა და წმინ­და მატ­რო­ნამ გა­და­არ­ჩი­ნეს…

– გა­დავ­რჩი… 8 იან­ვარს დი­ლი­დან არა­ფე­რი მტკი­ო­და, მაგ­რამ სა­მუ­შა­ო­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ვიგ­რძე­ნი, რომ გულ­ში და მხარ­ში რა­ღაც მეტ­კი­ნა, მე­გო­ნა, სი­ცი­ვის­გან ჭვა­ლი მქონ­და. ავ­დე­ქი და ტკვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი დავ­ლიე, რის შემ­დე­გაც, უა­რე­სი და­მე­მარ­თა, თით­ქოს ხან­ჯა­ლი და­გარ­ტყე­სო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ კუჭი გა­მის­კდა.

– სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ალ­ბათ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ გა­და­გიყ­ვა­ნათ?

– შინ მარ­ტო ვი­ყა­ვი. ჯერ ვერც მივ­ხვდი, რა მჭირ­და, არ ვიცი, ეს ტკი­ვი­ლი ყო­ფი­ლა ჩემს მტერს და ავს. მე­გო­ბარს და­ვუ­რე­კე, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. იქამ­დე კარი ღია დავ­ტო­ვე. ხუთ წუთ­ში ჩემ­თან იყო, მაგ­რამ სა­ცო­ბე­ბის გამო სას­წრა­ფო ვერ მო­დი­ო­და. ბო­ლოს მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში – ჯა­მა­რა­უ­ლის კლი­ნი­კა­ში მან­ქა­ნით მე­გო­ბარ­მა მო­მიყ­ვა­ნა.

– რამ გა­მო­იწ­ვია ზა­ლი­კო კუ­ჭის გა­ხეთ­ქვა?

– ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მი­ღეს, იმ რა­ღა­ცა­შიც შევ­ძვე­რი და აღ­მოჩ­ნდა, რომ სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია იყო სა­ჭი­რო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი შემ­ხვდნენ, ორ ლიტ­რამ­დე სი­თხე ამო­ი­ღეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლავ­ზე წყლუ­ლიც მქო­ნია. ცოტა მა­წუ­ხებ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ისე არა, რომ რამე სა­გან­გა­შო მგო­ნე­ბო­და. თურ­მე ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ციო.

– ახლა ისევ კლი­ნი­კა­ში რჩე­ბით?

– დიახ, დღეს-ხვალ გამ­წე­რენ. ყვე­ლა­ფე­რი აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს. არა­ფე­რი არ შე­იძ­ლე­ბა, ნულპ­რო­ცენ­ტი­ან ხა­ჭოს ვჭამ. არც სას­მე­ლი, ეგ კი არა, იმას ვფიქ­რობ, ბუ­ლი­ონს რო­დის დავ­ლევ…

– აქამ­დე არა­სო­დეს შე­უ­წუ­ხე­ბი­ხართ კუჭს?

– არა, მხო­ლოდ დის­კომ­ფორ­ტის დო­ნე­ზე, ისიც ხან­და­ხან. მა­ში­ნაც ვამ­ბობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღაც მე­ჭა­მა და იმის ბრა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ღმერ­თის მად­ლით გა­დავ­რჩი, ჩემი მე­გობ­რე­ბიც მალე მო­ვიდ­ნენ. დე­და­ჩემს რომ და­ვუ­რე­კე, კი­ნა­ღამ გული გა­უს­კდა. მარ­ტო ვწე­ვარ პა­ლა­ტა­ში, აქამ­დე არაფ­რის თავი არ მქონ­და. დღეს შე­და­რე­ბით უკეთ ვარ, ვი­თხოვ გამ­წე­რეთ-მეთ­ქი.

– ამ დღე­ებ­ში და­წე­რეთ პოს­ტი, რომ მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხატ­მა გა­და­გარ­ჩი­ნათ…

– მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს წმინ­და მატ­რო­ნა, არ ვიცი, ვინ რამ­დე­ნად გარ­კვე­უ­ლია მის ძა­ლა­ში. წმინ­და მატ­რო­ნა იმ­დე­ნად დი­დე­ბუ­ლი წმინ­და­ნია, რომ ყვე­ლას მფარ­ვე­ლობს. ის რა­ღაც რომ მოხ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად დავ­წე­რე, წმინ­და მატ­რო­ნას ვუხ­დი მად­ლო­ბა ჩემი გა­დარ­ჩე­ნის­თვის – მეთ­ქი. მისი ბევ­რი ხატი მაქვს ორი­ვე სახ­ლში, “ცუ­დად რომ ვი­ყა­ვი, ვყვი­რო­დი, წმინ­და მატ­რო­ნა, და­მეხ­მა­რე – მეთ­ქი“. არ ვიცი, ეს სტა­ლი­ნი და რა­ღა­ცა, მაგ­რამ წმინ­და მატ­რო­ნას მად­ლი გფა­რავ­დეთ ყვე­ლას.

წყარო:Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ოდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს