“ცუდად მძინავს, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს” – გვარდიოლა

“მანჩესტერ სიტის” და გუნდის მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას რთული დღეები აქვთ. “ქალაქელები” პრემიერლიგაში ლიდერ “ლივერპულს” 8 ქულით ჩამორჩება (მერსისაიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული), ჩემპიონთა ლიგაზე კი “იუვესთან” 0:2 მარცხის შემდეგ 22-ე ადგილს იკავებს.
გვარდიოლამ Talksport-თან ინტერვიუში რთული პერიოდის შესახებ ისაუბრა.
“კანის პრობლემები მაქვს, ორი-სამი წლის განმავლობაში ანტიჰისტამინური საშუალებები უნდა მივიღო. ბევრი ნერვიულობა მიწევს, რთული დღეები მაქვს. ზოგჯერ გონებასაც ვკარგავ.
კარგად არ მძინავს, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. აუცილებელია, რომ მსუბუქად ვიკვებო, საღამოს მხოლოდ წვნიანს მივირთმევ.
ისევ ის მწვრთნელი ვარ,
რომელიც 5 წლის წინ ვიყავი. ვიცი, რომ სირთულეები გაივლის.
არ არსებობს ფეხბურთელი ან მწვრთნელი, რომელსაც რთული პერიოდი არ ჰქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვსურს, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ.
შევძლებთ თუ არა კვლავ დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ? არ ვიცი ამას ამ სეზონში თუ მოვახერხებთ. სტაბილურობა უნდა ვიპოვოთ. თუ ამას გავაკეთებთ, მეტოქეებს ჩვენთან წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ”, – განაცხადა გვარდიოლამ.
სამწუხაროდ პეპმა უღალატა თავის სტილს.ამ ადამიანს არასდროს არ უყვარდა დომინანტი ცენტრფორვარდებით თამაში!ალვარესის გაყიდვის და ჰალანდის დატოვების შემდეგ გუნდი ფინიშის დროს ზედმეტად პროგნოზირებადი გახდა.ამას დამატებული მაჰრეზი წავიდა,გუნდოგანი,დებრუინი(უდაოდ გენიოსი) და ვოლკერი დაბერდნენ.შევსებები ვერ ამართლებენ დოკუები და ობივან კენობები.როდრი!უმნიშვნელოვანესი დანაკლისი,მაგრამ საეჭვო სწორედ ისაა რომ როდრის გარეშეც უნდა უგებდეს ჭ კლასის გუნდებს ეპლში,მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს.ალვარესი კიდევ არ უნდა გაეყიდა პალმერზე რომ არაფერი ვთქვთ.ალვარესი იდეალურად იყო მორგებული გუნდს და უფრო კრეატიულიც.