ცოტნე კობერიძე „ლაგუნა ვერეს“ პროექტზე – როგორ შეიძლება ყოველთვის ყველაფერი მოსწონდეს 29 კაცს, ყველა „ქოცს“? – პარტიული ხაზია, დავალება

პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს წევრის ს განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიერ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის დამტკიცებას პოლიტიკური სარჩული აქვს.
როგორც კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მის მიერ დამტკიცებულ გენერალურ გეგმას უხვევს.
„საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარ დადასტურებულ გეგმას ცვლის – რა არის ამის მოტივაცია? ჩემი აზრით, მთავარი მოტივაცია არის ის, რომ საქართველოში სამშენებლო ბიზნესი, საკმაოდ, მომგებიანი ბიზნესია. როდესაც თბილისში, ისეთ ადგილზე გასცემ მშენებლობის ნებართვას, სადაც ის არ უნდა იყოს, გაქვს შანსი, რომ აივნებიდანაც კი ბევრი ფული გააკეთო. თითო აივნის კვადრატულ მეტრსაც ისე ყიდიან, როგორც საცხოვრებელ კვადრატულ მეტრს. პრიორიტეტულია თბილისის ცენტში კარგი ხედის ბინები, რადგან ამაში კეთდება ბევრი ფული“, – განაცხადა კობერიძემ.
როგორც კობერიძე აცხადებს, საკრებულოში „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის დამტკიცება „დავალებაა“.
„მთავარი გამაღიზიანებელი საკითხი არის ის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს. როგორ შეიძლება, ყოველთვის ყველაფერი მოსწონდეს, დაახლოებით, 29 კაცს, ყველა „ქოცს“ ? მე ვხედავთ ამას, როგორც პარტიულ ხაზს, რაღაცა ტიპის დავალებას. ამიტომაც არ აქვს ექსპერტების მოსვლას აზრი. როგორ შეიძლება ექსპერტმა ერთი ადამიანი, მაინც ვერ დააჯეროს, რომ ამის მშენებლობა არ შეიძლება. რაზე ვსაუბრობთ, როცა ადამიანი გასულია, მის ნაცვლად სხვა აჭერს ხელს ღილაკს. შესაბამისად, შენ, როდესაც სხვის ნაცვლად ხელს აჭერ, ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული დავალება გაქვს. ასეთი პროცედურული საკითხები აძლევს მას პოლიტიკურ ნიშანს. ე.ი. რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო გინდა ეს კორპუსები აშენდეს“, – განაცხადა კობერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”