ვირტუოზმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ცოტნე ზედგინიძემ გერმანიის ქალაქ მიუნხენში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ქართველი მუსიკოსის დებიუტი მაესტრო სერ საიმონ რეტლთან ერთად მიუნხენის ჰერკულესზაალში შედგა.კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაიყიდა და საღამომ ანშლაგით ჩაიარა.
ლიზი მამრაძე, ცოტნე ზედგინიძის პედაგოგი და ბებია:
“საოცარი დებიუტი ჰქონდა ცოტნეს, ურთულესი შონბერგის კონცერტით და სერ საიმონ რეტლის დირიჟორობით! ფენომენალურად ჩაიარა ყველაფერმა.
ათასმაგად გასახარი იყო ჩვენთვის, რომ ცოტნეს ერთგული გულშემატკივრები ჩამოვიდნენ სპეციალურად კონცერტზე დასასწრებად:
შვეიცარიიდან – ვერბიეს ფესტივალის დამაარსებელი მარტინ ენგსტრემი.
პარიზიდან – მედიჩი ტვს და ტელეარხ მეცცოს დირექტორი ერვე ბუასიე.
ლონდონოდან – ჰარისონპაროტსის წარმიმადგენელი, ედ მილნერი.
ცოტნესთვის ამხელა მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს,
და რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდოდა, რომ არა ლიზა ბათიაშვილი, რომელიც, მიუხედავად თავისი დატვირთული გრაფიკისა, სულ ხაზზეა, ჩართულია ყველაფერში და ყოველთვის ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელსაც კი აკეთებს ცოტნესთვის.”