ცოტნე ანანიძე – სააკაშვილი პოლიტიკაში არის იგივე დონე, რაც ხაბეიშვილი, სახელებია სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში არის იგივე დონე, რაც ხაბეიშვილი, სახელებია სხვადასხვა, ნაცნობი რიტორიკით და ხრიკებით, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ენმ-ში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, „გაჭრილი ვაშლივით“ მიხეილ სააკაშვილს ჰგავს.
„სად გაგონილა რეკლამები სარბენ ბილიკზე იყოს გადაღებული, ერთ ადგილზე სირბილი მათი პოლიტიკური ხედვის ნაწილია, რომელიც გამოხატულია „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი ლიდერის ვიდეოებში. რას ელოდება ამომრჩეველი, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წევრისგან – ხაბეიშვილისგან, რომელიც გაჭრილი ვაშლივით სააკაშვილს ჰგავს. იგივე ლევან ხაბეიშვილია, სხვა სახელით და გვარით, იგივე რიტორიკით და ნაცნობი ხრიკებით. ოპოზიცია, ამ რესურსით და მათ მიერ შექმნილი ხაფანგით – პრორუსული იარლიყების აკიდების სტრატეგიით, არჩევნებამდე, პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ასევე ეხმაურება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მისი განმარტებით, ოპოზიციის უსუსური მცდელობაა, ამ პროცესში, მოახდინოს სახელმწიფოს, მოსახლეობის და ხელისუფლების დისტანცირება.
„სტატუსის მინიჭება – ქართველი ხალხის ისტორიული ნების აღსრულების ძალზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და იურიდიული გაფორმებაა. ოპოზიციის უსუსური მცდელობა, ამ პროცესში, მოახდინოს სახელმწიფოს, მოსახლეობის და ხელისუფლების დისტანცირება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ პოლიტიკურ მიზნებს – არ ერიდებიან ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, ოღონდაც ვიწრო პარტიული სურვილები დაიკმაყოფილონ. ანბანური ჭეშმარიტებაა საერთაშორისო საჯარო სამართალში, მით უფრო, საგარეო ურთიერთობების ნაწილში, რომ სახელმწიფოს, ხალხს და ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს ხელისუფლება“, – აცხადებს ცოტნე ანანიძე.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი სუსტი და უსუსური ოპოზიცია არასდროს ყოფილა.
„არ მახსენდება პერიოდი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ოპოზიცია ასეთი უსუსური იყო. ისინი თავიანთი გამოგონილი ამბების ტყვედ იქცნენ, ვერ გასცდნენ მტრის ხატის შექმნის და პრორუსულობის დაბრალების „მესიჯბოქსებს“. არა მგონია, დღეიდან, არჩევნებამდე რაიმე შეიცვალოს. გვახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნისას, რა მეთოდებით ხურავდნენ სატელევიზიო არხებს, გადაცემებს პირდაპირ ეთერში თიშავდნენ, სატელიტურ ანტენებს აყადაღებდნენ, ყველა პროტესტის წამოწყებისას ფაბრიკაციებს აქვეყნებდნენ პრორუსულობასა და ქვეყნის მოღალატეობაზე, ყველანაირ წითელ ხაზს კვეთდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს, სწორედ ამიტომ, მათ ხალხმა, არჩევნებზე, მტკიცე უარი უთხრა. თუმცა, რას ვხედავთ დღეს ჩვენ, მათი მხრიდან გრძელდება იგივე რიტორიკა. დღესაც იგივეს აგრძელებენ. მოსახლეობას არ სჯერა, ენმ-ს შეცვლილი სტრატეგიის, არ გამოუვათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ისინი თავიანთი ფანტაზიის ტყვეები არიან“, -აღნიშნავს უმაღლესი საბჭოს წევრი განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე – თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება