ცოტნე ანანიძე: რადიკალური აქტორები საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ის ერთობა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე გასწირეს

9 აპრილი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. თუმცა, დღეს ვხედავთ მცდელობებს, ეს თარიღი საზოგადოების დასაპირისპირებლად იქნას გამოყენებული, – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რადიკალური აქტორები საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ერთობა, რომელსაც გმირებმა სიცოცხლე შესწირეს.
“9 აპრილი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. თუმცა, დღეს ვხედავთ მცდელობებს, ეს თარიღი საზოგადოების დასაპირისპირებლად იქნას გამოყენებული. რადიკალური აქტორები, ნებსით თუ უნებლიეთ, საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ის ერთობა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე გაწირეს. დაუშვებელია, თავისუფლების სიმბოლო შუღლის იარაღად იქცეს,” – წერს ანანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს