ცოტნე ანანიძე – ენმ-ს თავმჯდომარის წინა არჩევნებიდან მელიასა და ვარშალომიძეს შორის იყო პირადი დაპირისპირება, ეს გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას, პროცესები ლოგიკურად დასრულდა

ენმ-ს თავმჯდომარის წინა დან მელიასა და ვარშალომიძეს შორის იყო პირადი დაპირისპირება, ეს გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას, პროცესები ლოგიკურად დასრულდა, – ასე გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან” ცოტნე ანანიძე, ენმ-ს ს ორგანიზაციის წევრების პარტიიდან გასვლას.
როგორ ცოტნე ანანიძემ აღნიშნა, ეს არის ვარშალომიძე-მელიას შორის დაპირისპირების გამოძახილი.
„ენმ-ს თავმჯდომარის წინა არჩევნებში მელია და ვარშალომიძე იყვნენ კანდიდატები, სადაც მელიამ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ვარშალომიძე და მისი ფრთა მელიას მხარდამჭერებზე, რბილად რომ ვთქვათ, გაბრაზებული იყო. ეს პირადი დაპირისპირება, რაც ახასიათებს ენმ-ს, გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას პროცესები ლოგიკურად დასრულდა“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ, რომლის კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ