ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის სასამართლო პროცესი კლინიკაში ჩატარდება

ამ დრომდე ვერ ხერხდება ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცისთვის ჩვენების ჩამორთმევა, შესაბამისად, უცნობი რჩება, რა გახდა საზარელი დანაშაულის მიზეზი – 30 წლის გიორგი კავლელაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გამოძიების კითხვებს უპასუხოს. დაკავებულის დაკითხვა პალატაში გადაყვანის შემდეგ მოხდება.
ვიდრე ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. სხდომა დღეს არის დანიშნული.
ამასთან, როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, სასამართლო პროცესი კლინიკაში ჩატარდება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, ადვოკატი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.
“კონტაქტურია, გუშინდელთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ამიტომაც იღებს მონაწილეობას სასამართლო სხდომაზე. უბრალოდ მწოლიარე მდგომარეობაშია და გადადგილება არ შეიძლება.
საქმის მასალებში მისი ჩვენება არ არის. ჩვენება უნდა მიეცა ბრალის წარდგენის შემდეგ, თუმცა, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ამიტომ პოზიცია ჯერ არ არის დაფიქსირებული. ახლა კონკრეტულად, რა მოხდა, იმის თქმა შეუძლებელია – ჩასატარებელია მთელი რიგი ექსპერტიზა, თუნდაც ბრალდებულის ფსიქიკურ შერაცხადობასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები ორი დღის წინ მიაყენა. სახლში იყო მათი რამდენიმე თვის შვილიც. 27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში გადაიყვანეს თავად დამნაშავეც, ვინაიდან მან ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

10-15 ახალგაზრდა ნაცი იყო მეტეხის ეკლესიასთან. მესანთლე ქალს ამოუტრიალეს გინებით ყველაფერი. ამ ქალს გამოესარჩლა ორი ბიჭი, გამოვარდნენ ნაცები და ტიტუშკები დაგვესხნენო. დავალება აქვთ, უსაზიზღრესად მოიქცნენ და ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, სხვა ახსნა არ აქვს!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციათა უმრავლესობა მიზანმიმართულად არ დაესწრო ამ დებატებს და ამით თავიანთი ერთგვარი პროტესტი გამოხატეს, როგორც პიროვნულ, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზეც და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი