ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა
მსახიობი მზია (ღუღუნი) კანდელაკი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას ნათამაშები აქვს სხვადასხვა ფილმში: განგაში (1968) (ფოთოლა); ქვევრი (1970) – (გოგიას ქალიშვილი); მზე შემოდგომისა (1973) (ანჟელიკა).
„ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა – ძალიან დამწყვიტე გული, საოცრად თბილო, ყურადღებიანო, სიცოცხლის მოყვარულო და ხალისიანო ადამიანო. შენთან ურთიერთობისას სრულიად ვერ ვგრძნობდი ასაკობრივ სხვაობას, რადგან – სულით ახალგაზრდა იყავი. ახლაც, ამ სტრიქონებს რომ ვწერ, შენი ღუღუნა ხმა ჩამესმის – ხმის ტემბრიც სწორედ რომ ღუღუნა გქონდა.
ღმერთმა აცხონოს შენი სული, უფალმა დაგიმკვდიროს მარადიული სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?