ცნობილი ირანელები გამოდიან “დადგმული” არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით

ირანში პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული სფეროების 300-მდე წარმომადგენელმა საჯაროდ დაგმო მოახლოებული საპარლამენტო და ექსპერტთა საბჭოს და მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა “ინჟინირებულ” და “დადგმულ” კენჭისყრაში.
275 პირის განცხადებაში ნათქვამია, რომ “არჩევნების ინსტიტუტის პოზიცია და სტატუსი” ირანში “კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია, წინა არჩევნებთან შედარებითაც კი”.
25 თებერვლით დათარიღებულ განცხადებას ხელს აწერენ მორთეზა ალვირი, აბდოლალი ბაზარგანი, ალირეზა რაჯაეი, ალი ბაბაჩაჰი, ალირეზა ალავიტაბარი და სხვები.
საპარლამენტო, ანუ მეჯლისის არჩევნები ირანში 1 მარტსაა დანიშნული, ისევე როგორც ექსპერტთა საბჭოს შესავსები კენჭისყრა.
განცხადებაში ლაპარაკია არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე კანდიდატების დიდი ნაწილის დისკვალიფიკაციის მასშტაბზე და ნათქვამია, რომ “რეფორმების ჩიხი” მიუთითებს მზარდ კრიზისზე ქვეყნის პოლიტიკურ ჰორიზონტზე.