ჟურნალისტი არმანდო არენიელო იმ პირობებზე წერს, რასაც “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ სთავაზობდა.
მისი ცნობით, “პარტენოპეი” მზად იყო ქართველის ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაეზარდა და ბონუსებით ეს თანხა 6 მილიონ ევროზე ავივოდა.
ამავე თემაზე წერს Corriere dello Sport და აღნიშნავს, რომ “ნაპოლი” ჩვენებურს 5-წლიან კონტრაქტსა და ყოველწლიურად მზარდ ხელფასს სთავაზობდა, რაც საბოლოოდ 6 მილიონზე მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებდა. გარდა ამისა, კლუბი მზად იყო გამოსყიდვის პუნქტი 120-დან 75 მილიონ ევრომდე შეემცირებინა.
შეხსენებისთვის, L`Equipe-მა დაწერა, რომ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე დღეს გადამწყვეტი მოლაპარაკება
უნდა შედგეს და შესაძლოა, უკვე ხუთშაბათს პარიზელებმა ქართველი წარადგინონ.