ცნობილი გახდა რა თანხა გადაიხადა “ფროზინონემ” კვერნაძის ტრანსფერში

“ფროზინონემ” ს “კოლხეთისგან” 21 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე გამოისყიდა. ცნობილი გახდა რა თანხა დაუჯდა იტალიურ კლუბს ქართველის ტრანსფერი.
კლუბის საიტი იტყობინება, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კვერნაძეში 3 მილიონი ევრო გადაიხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება და სინამდვილეში ის 500 ათასად შეიძინეს.
“ფროზინონემ” კვერნაძეს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.