ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ

ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენსმა Netflix-ზე გამოსულ ფილმში სახელწოდებით “მსოფლიო კაპიტნები” იმ მიზებზე ისაუბრა, რის გამოც ლიონელ მესიმ 2022 წლის მუნდიალის 1/4-ში გატანილი გოლი ნიდერლანდების წინააღმდეგ განსაკუთრებულად ემოციურად აღნიშნა.
“ვან გაალმა ფაქტობრივად რიკელმეს კარიერა “ბარსელონაში” დაანგრია, ის კი მესის კუმირი იყო.
მის ხელში არგენტინელი “ბლაუგრანაში” ვერ ათამაშდა, შემდეგ იჯარით “ვილიარეალში” გაუშვეს და ბოლოს ამავე კლუბს მიჰყიდეს.
როდესაც რიკელმე “ბარსელონას” მაისურით იტანდა, მწვრთნელის მისამართით ამ ჟესტს აჩვენებდა. მესიმაც ახლა სწორედ ეს გააკეთა და ვან გაალს რიკელმეს გამო ერთგვარი სამაგიერო გადაუხადა”, – აღნიშნა ლორენსემა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში