საგურამოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – “პირველების” ინფორმაციით, ნიღბიანები, ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და სასტიკად სცემეს ოჯახის დამხმარე.
70 წლამდე კაცი, ვაჟა ხარაიშვილი მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე საავამდყოფოშია მოთავსებული, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
როგორც “პირველებს” უყვებიან, შეიარაღებული პირები ეძებდნენ ფულს და ძვირფასეულობას, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ბარკალაია საგურამოს სახლში ინახავდა. არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი კაცი ალაპარაკების მიზნით მძარცველებმა დააბეს და რამდენიმე საათის განმავლობაში მისგან ითხოვდნენ ეთქვათ, სად ინახებოდა თანხა დამალული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პენსიონერმა მძარცველებსიგან თავსი დაღწევა მოახერხდა, მეზობელს დაურეკა და დახმარება ითხოვა.
ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ “პირველებს” გელა ბარკალაიამაც დაუდასტურა. ბიზნესმენის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ. ბარკალაის თქმით, ოჯახის დამხმარის გარდა ასევე ნაცემია დაცვის თანამშრომელიც.
თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ბიზნესმენის თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა.
საგურამო ჩვენი დაჩაა, დაცვა მოურავები იყვნენ და ისეთი სცემეს. დაცვა და მოურავია ნაცემი. გამოძიება მიმდინარეობს. გამოკითხვაზე არ ვყოფილვარ. ნიღბები ეკეთათ და ამბობენ, რომ იარაღიც ჰქონდათო”, – ამბობს ბარკალაია “პირველებთან”.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს ამბობს, რომ ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.




