ცნობილი ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კილმერი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. მსახიობის ქალიშვილის, მერსედეს კილმერის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პნევმონიაა. მისი თქმით, 2014 წელს მსახიობს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ის მალევე განიკურნა.
ველ კილემრი 1959 წლის 31 დეკემბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ის 1981 წლიდან კინოსა და თეატრში მუშაობდა. 1995 წელს კილმერმა ფილმში „ბეტმენი სამუდამოდ“ ბეტმენის როლი შეასრულა, რამაც მას პოპულარობა მოუტანა.
კილმერს აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმში „აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზეა გადაღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია