ცნობილია NBA-ს „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილე გუნდების შემადგენლობები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გამოაქვეყნა 2026 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილე გუნდების შემადგენლობები:
აშშ ვარსკვლავები (მწვრთნელი – ჯე ბი ბიკერსტაფი): სკოტი ბარნსი, დევინ ბუკერი, კეიდ კანინგემი, ჯეილენ დურენი, ენტონი ედვარდსი, ჩეთ ჰოლმგრენი, ჯეილენ ჯონსონი, ტაირიზ მაქსი.
აშშ ზოლები (მწვრთნელი – მიტჩ ჯონსონი): ჯეილენ ბრაუნი, ჯეილენ ბრანსონი, სტეფენ კარი, ჯევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი, კავაი ლეონარდი, დონოვან მიტჩელი, ნორმან პაუელი.
მსოფლიოს ნაკრები (მწვრთნელი – დარკო რაიკოვიჩი): იანის ანტეტოკუნმპო, დენი ავდია, ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, პასკალ სიაკამი, კარლ-ენტონი თაუნსი, ვიქტორ ვემბანიამა.
NBA-ის 2026 წლის „ოლ სტარი“ „აშშ მსოფლიოს წინააღმდეგ“ ფორმატით გაიმართება. ეს იქნება სამგუნდიანი მინი-ტურნირი, რომელშიც ამერიკელი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ორი გუნდი (აშშ ვარსკვლავები, აშშ ზოლები) და NBA-ს ლეგიონერებისგან შედგენილი მსოფლიოს ნაკრები ითამაშებენ. ამერიკული გუნდები შემდეგი პრინციპით გაანაწილეს: აშშ ვარსკვლავებში ახალგაზრდა კალათბურთელები მოხვდნენ, აშშ ზოლებში – ვეტერანები.
ეს სამი გუნდი თავიდან წრიული სისტემით ითამაშებს და ორი საუკეთესო ფინალში შეხვდება ერთმანეთს.
მატჩების განრიგი ასეთია:
I მატჩი: აშშ ვარსკვლავები – მსოფლიო
II მატჩი: აშშ ზოლები – I მატჩის მოგებული
III მატჩი: აშშ ზოლები – I მატჩის წაგებული
IV მატჩი: ფინალი
თუ პირველი სამი მატჩის შემდეგ სამივე გუნდს თითო მოგება და წაგება ექნება, საუკეთესო ორი გუნდი ქულების სხვაობის მიხედვით გამოვლინდება. თითოეული მატჩის ხანგრძლივობა 12 წუთი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს