ცნობილია, რომელი პარტიები მიიღებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

მომდევნო, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 17 პარტია მიიღებს. მათგან ხუთს იგივე ნომერი ექნება, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნებში მონაწილეობის საარჩევნო ნომრების ს დღევანდელ, 9 აგვისტოს სხდომაზე გადანაწილდა.
მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ნომრების შეუნარჩუნდებათ: „პატრიოტთა ალიანსს“, „ძლიერ საქართველოს“, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს ექნებათ შემდეგი საარჩევნო ნომრები:
#1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“;
#2 – „დემოკრატთა ალიანსი“;
#3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
#4 – „ქართველ ერთობა“;
#5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
#6 – „მესამე გზა“;
#7 – „თავისუფალი საქართველო“;
#8 – „პატრიოტთა ალიანსი“;
#9 – „ძლიერი საქართველო“;
#10 – „მემარცხენე ალიანსი“;
#11 – „საქართველო“;
#12 – „მწვანეთა პარტია“;
#13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“;
#14 – „სახალხო ხელისუფლება“;
#25 – „გახარია საქართველოსთვის“;
#36 – „გირჩი“;
#41 – „ქართული ოცნება“.
ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ ორმა დიდმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებმაც 2024 წელს ოპოზიციურ პარტიებს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს, საარჩევნო ნომრები დაკარგა. მიზეზი ისაა, რომ მათ უარი თქვეს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
საარჩევნო ნომრები დაკარგეს:
· „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ნომერი 5 ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა;
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ კი საარჩევნო ნომერი 4 ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე.
2025 წლის თვითმმართველობის 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი , არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს – რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.

ფორუმი