ცნობილია, როდის გადასცემს “ჰამასი” ისრაელს მძევლების პირველ ნაკადს – მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელება იწყება

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაჯიდ ალ-ანსარის განცხადებით, პარასკევს “ჰამასი” 13 მძევალს გაათავისუფლებს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, ყატარის მიზანია, რომ ეს შეთანხმება ხანგრძლივი ზავით დასრულდეს.
როგორც ალ-ანსარი ამბობს, მძევლებს (რომელთა შორისაც ხანდაზმული ქალები და ბავშვები არიან) დაახლოებით, 16:00 საათისთვის გაათავისუფლებენ.
იმისთვის, რომ პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს, გათავისუფლებულ მძევლებს „წითელ ჯვარს” გადასცემენ. ”უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ომის ზონაა,” – დასძინა მან.
ყატარი ისრაელსა და “ჰამასს” შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო