იტალიური პრესის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლი” რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს.
Il Mattino-ს ცნობით, “პარტენოპეის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ტრანსფერებისთვის 60 მილიონ ევროს გამოყოფს.
დიდი ალბათობით, “ნაპოლი” უახლოეს მომავალში “შახტარის” ნახევარმცველს, გეორგი სუდაკოვს გაიფორმებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბი ცენტრალური მცველის დამატებასაც შეეცდება.