ცნობილია თბილისში მოკლული 22 წლის გოგოს ვინაობა

ლილოს დასახლებაში, 20 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  მოკლული 22 წლის გოგო ქეთი ჯავახიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით,  მკვლელობის სავარაუდო მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში ნახეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინაა.

ადგილობრივების განცხადებით, ცხედარი მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებმა იპოვეს და მოგვიანებით, მამამ ამოიცნო.

„დილით ვნახეთ, დაახლოებით, 09:00-10: 00 სთ-ზე. ხის ხელოსნებმა ნახეს. მამა დაეჭვდა სახლში რომ არ მივიდა და საკუთარი შვილის ცხედარი ნახა“, – აცხადებენ ადგილობრივები “მთავართან” საუბარში.

„დილით 9, 10 საათზე ნახეს ხელოსნებმა. ჩვენ სამსახურში გვეგონა, ძმაც იქ მუშაობს და არ მოსულაო. მამა დაეჭვდა, მივიდა, გადააბრუნა და თავისი შვილი ნახა. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა პრობლემები. არ ვიცით, ვისთან დარეკა, ვისთან მესიჯობდა… ფაქტია, 2-ის ნახევარზე ეღვიძა,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.