ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილის და სკუტერის მძღოლი დაეჯახა.
ავარიის შედეგად სკუტერის მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
სამწუხაროდ, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბესო თოდუაა.
-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.